logo_geo
აშშ-ში საბურავიანი ირემი აღმოაჩინეს
- +

12 აგვისტო. 2020. 14:57

 

 

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ტყეში დამონტაჟებულმა ვიდეოხაფანგმა ავტოსაბურავიანი ირემი დააფიქსირა. ახლა Colorado Parks-ის და Wildlife-ის თანამშრომლები ცხოველს ეძებენ ზედმეტი ტვირთისაგან გასათავისუფლებლად.

 

სავარაუდოდ, ასეთი „საყელო“ ირემს პატარაობაში ჩამოეცვა თავზე. რადგან ახლა მას უკვე დიდი, დატოტვილი რქები აქვს.

 

ბუნების დამცველების ინფორმაციით, ირმები ხშირად ხვდებიან მსგავს სიტუაციებში - რქებით ხან ჰამაკში გაიხლართებიან, ხან - საახალწლო გირლანდებში ან ჩვეულებრივ თოკებში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი