აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ტყეში დამონტაჟებულმა ვიდეოხაფანგმა ავტოსაბურავიანი ირემი დააფიქსირა. ახლა Colorado Parks-ის და Wildlife-ის თანამშრომლები ცხოველს ეძებენ ზედმეტი ტვირთისაგან გასათავისუფლებლად.
სავარაუდოდ, ასეთი „საყელო“ ირემს პატარაობაში ჩამოეცვა თავზე. რადგან ახლა მას უკვე დიდი, დატოტვილი რქები აქვს.
ბუნების დამცველების ინფორმაციით, ირმები ხშირად ხვდებიან მსგავს სიტუაციებში - რქებით ხან ჰამაკში გაიხლართებიან, ხან - საახალწლო გირლანდებში ან ჩვეულებრივ თოკებში.