logo_geo
ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს
- +

13 აგვისტო. 2020. 02:32

 

 

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კომპანიის აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

 

ამ დროისთვის Tesla-ს აქციების ფასი $1 374 გაუტოლდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სურვილია Tesla-ს აქციები თანამშრომლებისა და ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

 

21 აგვისტომდე Tesla-ს აქციის მფლობელები, 21 აგვისტომდე ერთ აქციაზე, ოთხ დამატებით აქციას მიიღებენ. 31 აგვისტოდან კი აქციების გაყიდვა ახალი წესებით დაიწყება.

 

კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 200%-ით გაძვირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი