logo_geo
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში საჯარო სივრცეში მოწევა აიკრძალა
- +

13 აგვისტო. 2020. 17:37

 

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის გალისიას რეგიონში საჯარო სივრცეში მოწევა ფაქტობრივად აიკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნულ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ მოწევის დროს კვამლის გარეთ გამოშვებისას მცირე წვეთები და პოტენციური ვირუსები ჰაერში იფანტება.

 

BBC-ის ცნობით, მოწევა სრულიად აიკრძალა ქუჩებსა და საჯარო სივრცეში, როგორიცაა რესტორნები და ბარები, თუკი სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. გალისიას რეგიონი პირველია, რომელმაც ეს აკრძალვა შემოიღო, თუმცა მის მაგალითს შეიძლება სხვა რეგიონებმაც მიბაძონ.

 

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი