logo_geo
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

15 აგვისტო. 2020. 02:54

 

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 212 211 შემთხვევა გამოვლინდა.

 

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მეტ უფლებამოსილებას აძლევს, რათა კორონავიურუსის ხელახლა გავრცელების საწინააღმდეგო ზომები მიიღოს, მათ შორის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება და საჯარო თავშეყრის ადგილების დახურვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი