logo_geo
პარიზი კვლავ “წითელ ზონად” გამოცხადდა
- +

16 აგვისტო. 2020. 00:49

 

 

პარიზი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ “წითელ ზონად” გამოცხადდა.

 

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 2,700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პირი.

 

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთი, მალტა და ნიდერლანდები დაამატა.

 

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში. ამერიკაში 55 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი