logo_geo
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ღამის კლუბები იკეტება
- +

16 აგვისტო. 2020. 23:12

 

 

ხვალიდან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ღამის კლუბები დაიკეტება. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამასთან ქვეყანაში ახალი შეზღუდვებიც ამოქმედდება. კერძოდ, 18:00-დან 06:00 საათამდე საჯარო სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია პირბადის ტარება აუცილებელი გახდება.

 

ეს წესები იტალიაში 7 სექტემბრამდე იმოქმედებს. ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია. შაბათს ქვეყანაში ვირუსი 600-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი