logo_geo
რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსისკენ დაიძრა
- +

17 აგვისტო. 2020. 19:27

 

რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის საზღვრისკენ მიემართება. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სამხედრო მანქანები სმოლენსკის რეგიონშია გადაღებული, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრშია.

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს რუსული სამხედრო ტექნიკა.

 

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ მხარეში სამხედრო შემოწმება ან ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ არ განუცხადებია, რაც აჩენს ეჭვებს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა ბელორუსიისკენ გადაადგილდება.

 

აღსანიშნავია, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ “საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის”. რის შემდეგაც, 15 აგვისტოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

 

 

წყარო:  https://primetime.ge/rusuli-samkhedro-teqnika-belarusisken-daidzra-video/

 

 

big_banner
არქივი