logo_geo
ნორვეგიაში სავარაუდო რუსი ჯაშუში დააკავეს
- +

18 აგვისტო. 2020. 02:13

 

 

ნორვეგიის უსაფრთხოების პოლიციურმა ძალებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომელი ბრალდებულია იმაში, რომ რუსული სპეცსამსახურების ოფიცრებს ხვდებოდა და მათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

 

კაცი 15 აგვისტოს, ოსლოს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ბრალდებას უარყოფს, თუმცა პოლიციასთან თანამშრომლობას აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი