logo_geo
სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა თანამდებობა დატოვა
- +

18 აგვისტო. 2020. 11:21

 

 

სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა იგორ ლეშენიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა, თანამდებობა დატოვა.

 

„მე ნამდვილად დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რამდენადაც მე მოქმედი პრეზიდენტის მიერ ვარ დანიშნული და მოიაზრება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა უნდა გავატარო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჩემს მიერ გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ფარგლებს გასცდა“, - განუცხადა იგორ ლეშენიამ სააგენტო TUT.BY-ის.

 

რამდენიმე დღის წინ ლეშენიამ საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. დიპლომატმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

 

big_banner
არქივი