logo_geo
ამბოხებული სამხედროების მიერ დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განაცხადა
- +

19 აგვისტო. 2020. 11:26

 

 

მალის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ, რომელიც ამბოხებულმა სამხედროებმა დააკავეს, გადადგომის შესახებ განაცხადა.

 

სატელევიზიო მიმართვისას კეიტამ ასევე მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

 

„მე არ მინდა, რომ ხელისუფლებაში ჩემს შესანარჩუნებლად სისხლი დაიღვაროს. თუ დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ეს მათი ჩარევით დასრულდეს, მაქვს მე რეალურად არჩევანი?“ – აღნიშნა კეიტამ.

 

გუშინ, 18 აგვისტოს მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე ამბოხებულმა სამხედროებმა დააკავეს და ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

 

კეიტამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მალის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.

 

როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, პრეზიდენტ კეიტას წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისიდან იმართება. ოპონენტები მას კორუფციასა და ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებაში სდებენ ბრალს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი