logo_geo
ფინეთმა ათ ქვეყანაში მოგზაურობაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა
- +

19 აგვისტო. 2020. 12:35

 

 

ფინეთმა ათ ქვეყანაში მოგზაურობაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა.

 

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო მიიღეს.

 

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მარია ოჰისალოს თქმით, შეზღუდვა შეეხება ნორვეგიაში, დანიაში, ისლანდიაში, გერმანიაში, საბერძნეთსა და მალტაში მოგზაურობას.

 

ასევე შეზღუდვები დაწესდა ირლანდიაში, სან-მარინოში, იაპონიაში და კვიპროსში მოგზაურობაზეც. კერძოდ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ამ ქვეყნებში გამგზავრებას არ ურჩევს, ხოლო ამ სახელმწიფოებიდან ფინეთში ჩასული მგზავრები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

 

ამასთან, როგორც ფინეთის მთავრობაში აცხადებენ, შვედეთსა და ნორვეგიას შორის სახმელეთო საზღვარზე სპეციალური ინსტრუქციები ამოქმედდება, რათა საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ. შეზღუდვები ძალაში 24 აგვისტოს შევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი