logo_geo
ენტონი ფაუჩი: ადამიანს ვაქცინაციას ვერ აიძულებ
- +

19 აგვისტო. 2020. 12:37

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ვირუსოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.

 

„მე ვფიქრობ, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ყველასთვის“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

„თუ ვინმე უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვერაფერს ვიზამთ. ვაქცინას ადამიანს ძალით ვერ გაუკეთებ“, – განაცხადა ვირუსოლოგმა.

 

მანამდე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ავსტრალიაში სავალდებულო იყოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი