logo_geo
დონალდ ტრამპი: თუ ქუჩებში ბანდიტები და კრიმინალები გსურთ, მაშინ „დემოკრატებს“ უნდა მისცეთ ხმა
- +

21 აგვისტო. 2020. 02:22

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ გაყალბების გზით შეძლებს.

 

„მათთვის გამარჯვების ერთადერთი საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ქუჩებში ბანდიტები და კრიმინალები გსურთ, მაშინ „დემოკრატებს“ უნდა მისცეთ ხმა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში სიტყვით გამოსვლისას.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ბედი გადაწყდება.

 

„დემოკრატები“ გაგიჟდნენ. თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში გაიმარჯვებს, საფონდო ბირჟები ჩამოიშლება“, - დასძინა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი