logo_geo
ჯანმოს რეკომენდაცია: 12 წელს გადაცილებულმა ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ
- +

22 აგვისტო. 2020. 01:44

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, 12 წელს გადაცილებულმა ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ ისევე, როგორც ზრდასრულები ატარებენ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ UNICEF-თან ერთად ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ როდის არის ბავშვებისთვის პირბადის ტარება მიზანშეწონილი.

 

რეკომენდაციის თანახმად, 12 წელს გადაცილებულმა ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ ისევე, როგორც ზრდასრულები ატარებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა.

 

ორგანიზაციის ახალ გაიდლაინში აღნიშნულია, რომ ბევრი რამ უცნობია იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვთ ბავშვებს კორონავირუსის გავრცელებაში.

 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი