logo_geo
„მკვლელს ოქროს შტატიდან“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- +

22 აგვისტო. 2020. 23:45

 

 

ჯოზეფ დეანჯელოს, რომელსაც „მკვლელი ოქროს შტატიდან“ შეარქვეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

ამ განაჩენით დასრულდა  ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაწყებული გამოძიება, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

 

74 წლის დეანჯელო მხოლოდ 2018 წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მისი დნმ დაემთხვა დანაშაულის ადგილას აღებული დნმ-ს ნიმუშს.

 

ივნისში ბრალდებული დათანხმდა პროკურორების შეთავაზებას და სასიკვდილო განაჩენის აცილების სამაგიეროდ აღიარა 13 მკვლელობა.

 

დეანჯელომ ასევე აღიარა მრავალი გაუპატიურება, ძარცვა და სხვა დანაშაულები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაიდინა.

 

ინვალიდის ეტლში მჯდომმა ბრალდებულმა უხმოდ და უემოციოდ მოისმინა მოწმეების ჩვენებები, მაგრამ განაჩენის გამოცხადების წინ ფეხზე წამოდგა, ნიღაბი მოიხსნა და მოკლე განცხადება გააკეთა.

 

„მე მოვისმინე თქვენი ჩვენებები, ყველა ჩვენება და გულწრფელად ვითხოვ პატიებას მათგან, ვისაც ტკივილი მივაყენე“, - განაცხადა დეანჯელომ.

 

დეანჯელოს მიესაჯა  11 სამუდამო პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე და კიდევ 15 სამუდამო პატიმრობა იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების გამო.

 

70-იან და 80-იან წლებში, დანაშაულების ჩადენის პერიოდში დეანჯელო შტატის პოლიციაში მსახურობდა.

 

 

big_banner
არქივი