logo_geo
ლატვიამ, შესაძლოა, უარი თქვას ბელარუსთან ერთად ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე
- +

23 აგვისტო. 2020. 18:06

 

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, უარი განაცხადოს ჰოკეიში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბელარუსთან ერთად ორგანიზებაზე.

 

„ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ბელარუსში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, შევძლებთ ერთობლივად ჩემპიონატის ჩატარებას“, – განაცხადა კარინშმა.

 

მთავრობის მეთაურს არ დაუზუსტებია, ბელარუსის მხრიდან მასპინძლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეინარჩუნებს თუ არა ლატვია მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს.

 

მომავალ წელს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი 21 მაისს უნდა დაიწყოს. ტურნირის მასპინძლები რიგა და მინსკი არიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი