logo_geo
აფრიკაში გიგანტური ალმასი იპოვეს
- +

24 აგვისტო. 2020. 16:27

 

 

 

ბრიტანული კომპანია „Gem Diamonds Ltd.“-ის მუშებმა ლესოტოში, ლეტსენგის მაღაროში 442-კარატიანი ალმასი იპოვეს. ექსპერტების შეფასებით, ალმასის სავარაუდო ფასი 18 მლნ დოლარია.

 

კომპანია აცხადებს, რომ ალმასის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილს ლესოტოს საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხავს.

 

სააგენტო „Bloomberg“ აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ ალმასებს ხშირად პოულობენ აფრიკაში. მაგალითად, 2018 წელს იმავე კომპანიამ აღმოაჩინა 910-კარატიანი ალმასი, რომელსაც „ლესოტოს ლეგენდა“ დაარქვეს და  40 მილიონად გაიყიდა.

 

   

big_banner
არქივი