logo_geo
ვისკონსინის ქალაქ კენოშაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა
- +

25 აგვისტო. 2020. 11:46

 

 

 

ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრეს.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სტაბილურ მდგომარეობაშია.

 

არეულობის დროს დემონსტრანტების ნაწილი ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრას შეეცადა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 

აქციების გამო ქალაქ კენოშას მერმა ადგილზე ეროვნული გვარდია გამოიძახა. მისი თქმით, „შეზღუდული მობილიზაცია“ უცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცული იყოს. ქალაქში მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

ამავე დროს 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს ქალაქის საკრებულოს სხდომა, რომელზეც განიხილება რეფორმების პაკეტი, რათა პოლიციის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი