logo_geo
ისრაელში მოზარდებმა განძი იპოვეს
- +

25 აგვისტო. 2020. 17:56

 

 

ისრაელში, ორმა მოზარდმა, რომლებიც არდადეგების დროს არქეოლოგებს გათხრებზე ეხმარებოდნენ, ასობით ოქროს მონეტა იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

მეცნიერების აზრით, ქალაქ იავნაში აღმოჩენილი განძი 110 წლისაა. მონეტები თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული და ერთი შეხედვით ოქროს არც ჰგავდა. მოზარდებს თავდაპირველად ფოთლები ეგონათ.

 

425 მონეტა მე-9 საუკუნის ბოლოს არის დამალული, როცა რეგიონი აბასიდების ხალიფატის კონტროლქვეშ იყო. განძი 24-კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და 845 გრამს იწონის.

 

სპეციალისტების შეფასებით, ამ თანხით მაშინ დიდებული სახლის ყიდვა შეიძლებოდა აბასიდების ეგვიპტის დედაქალაქ ფუსტატში.

 

 

big_banner
არქივი