logo_geo
ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ დაატყდა თავს
- +

27 აგვისტო. 2020. 12:26

 

 

ტეახასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროს ქარიშხალი „ლაურა“ დაატყდა თავს. ამჟამად შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა.

 

როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ეს ლუიზიანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია.

 

შტატის გუბერნატორი ჯონ ბელ ედვარდში აცხადებს, რომ ლუიზიანის ნაწილი სავარაუდოდ, დაიტბორება. შტატში უკვე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ევაკუირებულია ასობით ათასი ადამიანი.

 

მანამდე ქარიშხალმა „ლაურამ“ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გადაურა, სადაც ნგრევა და სმხვერპლი გამოიწვია. მხლოდ ჰაიტიზე სტიქიას სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი