logo_geo
არგენტინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა
- +

27 აგვისტო. 2020. 14:51

 

 

 

 

არგენტინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 276 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, არგენტინაში კორონავირუსის 370 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 839 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ქვეყნის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის გადაწყვეტილებით, არგენტინაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი აგვისტოს ბოლომდე დაწესდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი