logo_geo
დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება: რა მოხდება 2 ნოემბერს?
- +

28 აგვისტო. 2020. 02:33

 

 

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) დაადასტურა, რომ ასტეროიდი, რომლის სახელწოდებაა „2018 VP1“ დედამიწას 2 ნოემბერს მიუახლოვდება. ინფორმაციას chinujeeva.blogspot ავრცელებს.

 

ექსპერტების თქმით, ასტეროიდის დედამიწის ატმოსფეროში შესვლის ალბათობა 240-ში 1-ს შეადგენს.

 

ასტეროიდი პლანეტის ზედაპირზე კატასტროფულ ზეგავლენას არ მოახდენს.

 

ასტეროიდი, როგორც აპოკალიფსის ნიშანი?!

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, შეთქმულების თეორიტიკოსები გარდაუვალ კატასტროფას პროგნოზირებენ. ზოგიერთი მათგანის დაუსაბუთებელი ვარაუდი უცხოურ ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურებით სარგებლობს.

 

მაგალითად ევანგელისტი პაულ ბეგლი, რომელიც „განკითხვის დღის“ დადგომის წინასწარი პროგნოზებით გამოირჩევა, მიიჩნევს, რომ ასტეროიდის პლანეტასთან ასეთი სიახლოვე გარდაუვალი აპოკალიფსის ნიშანია.

 

ერთ-ერთ ვიდეოში ბეგლი ირწმუნება, რომ ასტეროიდის ამგვარი სიახლოვე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს ამართლებს.

 

„ასტეროიდი გვიახლოვდება არჩევნების წინა ღამეს. ეს ნამდვილად აპოკალიფსური არჩევნებია“, – ამბობს ის.

 

ბეგლი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მეორედ მოსვლის წინ ცაზე ნიშნები გამოჩნდებოდა. მისი თქმით, ასტეროიდის მოახლოება ამ ყველაფრის მხოლოდ დასაწყისია და მას კიდევ ბევრი ნიშანი მოჰყვება.

 

ბეგლი მანამდე ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები – კორონავირუსის პანდემია, კალიების შემოსევა, წამყვან ძალებს შორის დაძაბულობა ცხადყოფს, რომ სამყაროს დასასრულის ბოლო დღეებია.

 

ამავდროულად, შეთქმულების თეორიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ დასასრული მაშინ დადგება, როდესაც პლანეტა ნიბირუ დედამიწაზე დაეშვება.

 

ამ თეორიის ავტორები ირწმუნებიან, რომ ნიბირუ არის მკვლელი პლანეტა, რომელიც მზის სისტემის კიდეებზე იყო ჩაძირული და ამჟამად ის დედამიწასთან შესაჯახებლად მოემართება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი