logo_geo
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 980 405-მდე გაიზარდა
- +

28 აგვისტო. 2020. 12:56

 

 

რუსეთში 2 700-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ გააკეთა.

 

მისი თქმით, რუსეთის საავადმყოფოებში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 000 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსის 4 829 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 980 405 შეადგინა.

 

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 110 ადამიანი. სულ პანდემიას რუსეთში 16 914 პაციენტი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი