logo_geo
პირველად მსოფლიოში, პაციენტი აივ-ინფექციისგან თვითონ განიკურნა
- +

28 აგვისტო. 2020. 14:04

კალიფორნიელი ქალი, 66 წლის ლორინ უილენბერგი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომლის ორგანიზმმა დამოუკიდებლად შეძლო აივ-ინფექციის დამარცხება, თუმცა, საშინელი დიაგნოზი მას ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაუსვეს. ინფორმაციას, კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, „Daily Mail“ ავრცელებს.

 

 

 

ლორინ უილენბერგი ამტკიცებს, რომ არასოდეს მიუღია ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. ექიმები ამბობენ, რომ მისი ორგანიზმი თვითონ ებრძოდა ვირუსს ბუნებრივი გზით.

მკვლევარები ლორინ უილენბერგს წლებია აკვირდებიან, რადგან იგი პაციენტთა შორისაა, რომელთა იმუნიტეტი ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ასეთი ადამიანი, ლორინის გარდა, სულ 63-ია და მათ ორგანიზმში აივ-ვირუსის უჯრედები ვერ მრავლდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ მკურნალობას არ გადიან.

 

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ დიაგნოზის დასმიდან თითქმის 30 წლის შემდეგ ლორინის ორგანიზმში აივ-ვირუსის კვალიც აღარ დარჩა, არცერთი ტესტი დაავადების არსებობას აღარ აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ლორინ უილენბერგი აივ-ისგან განკურნებულთა სიაშია.

 

განკურნებულთა სია საკმაოდ მცირეა - მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია აივ-ინფექციისგან განკურნების ორი შემთხვევა, ორივე ძვლის ტვინის გადანერგვის შედეგად - „ბერლინელი პაციენტი“ ტიმოტი რიე ბრაუნი და „ლონდონელი პაციენტი“ ადამ კასტილეხო. კიდევ არის ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელსაც მედიკამენტოზურმა მკურნალობამ უშველა, თუმცა, ჯერჯერობით მისი შესწავლა მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი