logo_geo
ბეირუთის გარეუბანში შეტაკებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა
- +

28 აგვისტო. 2020. 16:29

 

 

 

ბეირუთის გარეუბანში შეტაკების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

 

შემთხვევა ქალაქ ხალდეში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ შიიტურ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუჩაში ბანერი განათავსეს.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე, შიიტების გარდა, სუნიტი მოსახლეობაც ცხოვრობს, რომელიც ბანერის განთავსებით უკმაყოფილო დარჩა და მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ადგილზე ვითარების დასტაბილურებისთვის ლიბანის შეიარაღებული ძალები განათავსეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი