logo_geo
არგენტინაში მესის სამშობლოში დაბრუნების მოწოდებით მარში გაიმართა
- +

28 აგვისტო. 2020. 18:08

 

 

არგენტინული კლუბის „ნიუელს ოლდ ბოისის“ გულშემატკივრებმა გამართეს გრანდიოზული მარში მოწოდებით – დაბრუნდეს ლიონელ მესი მათი საყვარელი გუნდის რიგებში. თითქმის 100 ავტომობილში განთავსებულმა დაახლოებით 400 ფანმა ქალაქ როსარიოს ქუჩებში სირენებით ჩაიარა. მათ გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა – „მესი, დაბრუნდი“ და „ეს შენი სახლია“.

 

როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს 33 წლის მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზრისას კლუბის დატოვება სურს.

 

არგენტინელი ფორვარდის გადაბირებაზე მთავარი პრეტენდენტი „მანჩესტერ სიტია“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი