logo_geo
BBC: ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის
- +

29 აგვისტო. 2020. 14:17

 

 

ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ამ მომენტისთვის ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯუნგლებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

 

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.

 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ჯუნგლებში ხანძრის არსებობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.

 

 


 



 

 

big_banner
არქივი