logo_geo
კომპანია „ბონდუელის“ გენდირექტორი ავარიაში დაიღუპა
- +

29 აგვისტო. 2020. 15:27

 

კომპანია „ბონდუელის“ გენერალურ დირექტორის ჟერომ ბონდუელს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევს, გვიან ღამით მოხდა ქალაქ ლილში. ბონდუელი ცოლთან და მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, როცა ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შემდეგ მძღოლი ტრაგედიის ადგილიდან მიიმალა.

 

მაშველებისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მიღებული ტრავმების შედეგად ბონდუელი  გარდაიცვალა.

 

კომპანია „ბონდუელის“ პროდუქცია საფრანგეთის გარდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც.

 

 

big_banner
არქივი