logo_geo
ცხვარი „ორმაგი ბრილიანტი“ ბრილიანტის ფასად გაიყიდა
- +

29 აგვისტო. 2020. 17:28

 

შოტლანდიაში სასოფლო-სამეურნეო აუქციონზე ცხვარი 490 ათას დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

 

წინა რეკორდი 2009 წელს დაფიქსირდა, როცა ცხვარი 300 ათას დოლარად გაიყიდა.

 

ცხვარი, სახელად „ორმაგი ბრილიანტი“ ნიდერლანდებში გამოყვანილი ტექსელის ჯიშისაა. ამ ჯიშის ბატკნები სწრაფად იზრდებიან, ზრდასრულ ცხვრებს ძალიან განვითარებული მუსკულატურა აქვთ, მათი ხორცი კი პირველხარისხოვანია.

 

„ორმაგი ბრილიანტი“ ერთდროულად ორი ჩემპიონის - 86 ათას დოლარად შეფასებული ვერძის და 46-ათასდოლარიანი ნერბის შვილია. ცხვრის მყიდველების განცხადებით, ამხელა თანხა გადაიხადეს სწორედ ცხვრის გენების გამო და თანხის ამოღებას „ორმაგი ბრილიანტის“ ბატკნების გაყიდვით გეგმავენ.

 

 

 

big_banner
არქივი