logo_geo
ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სანქციები გააპროტესტა
- +

29 აგვისტო. 2020. 19:44

 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სანქციები გააპროტესტა. Reuters-ის ინფორმაციით, აქტივისტები დილიდან ბრანდენბურგის ჭიშკართან შეიკრიბნენ და ბერლინის ცენტრისკენ გააგრძელეს გზა.

 

აქციაში მონაწილეობას 18 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა. ისინი გერმანიის ხელისუფლებისგან შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ აქტივისტებს სამართალდამცავებმა დაშლა არაერთხელ სთხოვეს, რადგან აქცია არასანქცირებული იყო.

 

პოლიციამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი