logo_geo
აშშ-ში გათავისუფლდა პატიმარი, რომელმაც გაუპატიურებაში ცრუ ბრალდების გამო ციხეში 44 წელი გაატარა
- +

30 აგვისტო. 2020. 02:59

 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში ციხიდან გათავისუფლდა 64 წლის აფროამერიკელი რონი ლონგი, გაუპატიურებაში ცრუ ბრალდების გამო პატიმრობაში 44 წელი გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

1976 წელს რონი ლონგს ბრალი თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაში წაუყენეს. სასამართლომ ის გაუპატიურებასა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე იპოვეს თითის ანაბეჭდები და სხვა სამხილები, რომლებიც ლონგს არ ეკუთვნოდა და შესაბამის, მის უდანაშაულობაზე მიუთითებდა.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, სტეფანი ტეკერის განცხადებით, პოლიციამ მაშინ ეს სამხილები შეგნებულად დამალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი