logo_geo
მინსკის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი და სამხედროები არიან მობილიზებული
- +

30 აგვისტო. 2020. 12:42

 

 

დილის 7:00 საათიდან მინსკის გარეუბან ურუჩიეს ბაზიდან ბელარუსის დედაქალაქის ცენტრისკენ სპეცდანიშნულების რაზმის გარკვეული რაოდენობა დაიძრა. ამის შესახებ სააგენტო „ТАСС“ იუწყება.

 

სამხედრო კოლონა დამოუკიდებლობის გამზირის გავლით, დამოუკიდებლობის მოედნისკენ გაემართა, სადაც ბელარუსის მთავრობის სახლი მდებარეობს. აქ დღეს ქვეყნის ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

 

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები არ წყდება.

 

 

big_banner
არქივი