ახალგაზრდებმა ისრაელში 1,000 წლის წინანდელი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ისრაელის სიძველეების სააგენტოს ინფორმაციით, საგანძური 18 აგვისტოს თინეიჯერმა მოხალისეებმა ისრაელის ცენტრში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს.
უძველესი მონეტები თიხის ვაზაში ინახებოდა.