logo_geo
რა შესაძლებლობები ექნება ილონ მასკის მიერ წარდგენილ ტვინის იმპლანტ Neuralink-ს?
- +

31 აგვისტო. 2020. 02:28

 

 

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ახალი პროტოტიპის პრეზენტაცია გამართა.

 

Neuralink-ი მიკრო ჩიპსა და მისგან გამომავალ 1024 მიკროსკოპულ ელექტროდს აერთიანებს. ამ ელექტროდების დაყენება ადამიანისა თუ ცხოველის ტვინში წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთებში ხდება, ამისთვის კი ჯერ იმპლანტის მიმღების ცენტრალური ნერვული სისტემის სრული სკანირება ხდება, რათა ელექტროდების დაყენების ტრაექტორიამ ტვინში არსებული სიხლძარღვების დაზიანება არ გამოიწვიოს.

 

ნეირონული ინტერფეისი ტვინისა და კომპიუტერული მოწყობილობების დამაკავშირებელი ერთგვარ ჩიპს წარმოადგენს (ტვინის იმპლანტს), რომელიც ტვინის ელექტრონული აქტივობის ჩაწერისა და შემდეგ, ინტერპრეტირების გზით, შესაძლებელს ხდის გონების მეშვეობით იყოს მართული კონკრეტული მოწყობილობები თუ აპლიკაციები.

 

FDA-ს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, კომპანია იმპლანტზე ცდებს ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ატარებს. გამართულ პრეზენტაციაზე რამდენიმე გოჭი წარადგინეს, რომელთაგან ერთსაც ტვინში იმპლანტი ჰქონდა განთავსებული. იმპლანტი რეალურ დროში იწერდა და აანალიზებდა გოჭის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

 

Neuralink-ი 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიაში ამ დრომდე $160 მილიონის დოლარის ინვესტიცია არის განხორციელებული, რომლის უდიდესი ნაწილიც თავად ილონ მასკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებაა.

 

თავად ილონ მასკის განცხადებით, ახალმა სისტემა სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა, მომავალში ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი შეიძლება უზრუნველყოს. მასკის განცხადებით, Neuralink-ის განვითარების შემდგომ ეტაპსა და შესაბამისი სამედიცინო ნებართვების მიღების შემდეგ, ამ პროდუქტის პირველი ბენეფიციარები სავარაუდოდ იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების გამო მოტორული ფუნქციები აქვთ დაკარგული.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი