logo_geo
ოდესაში „პრაიდი 2020“-ის მონაწილეებსა და ნაციონალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

31 აგვისტო. 2020. 10:16

 

 

ოდესაში „პრაიდი 2020“-ის მონაწილეებსა და ნაციონალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები „თანასწორობის მარშს“ მართავდნენ.

 

პარალელურად, ქალაქში ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ორი აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

 

უკრაინული მედიის ცნობით, არეულობის დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველი.

 

როგორც ოდესის ოლქის პოლიციაში აცხადებენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 16 ადამიანია დაკავებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი