logo_geo
ქალი ფეხით მოსიარულეების გადასარჩენად ნასვამი მძღოლის მანქანას დაეჯახა
- +

1 სექტემბერი. 2020. 22:26

 

 

შემთხვევა ამერიკაში მოხდა, განზრახ დაეჯახო გზაზე მიმავალ მანქანას, ეს, როგორც წესი, დანაშაულია. თუმცა, თუ ამას ადამიანების გადასარჩენად აკეთებ, შეიძლება გმირიც აღმოჩნდე.

 

სწორედ ასე მოიქცა 27 წლის შენონი, რომლის წარმოუდგენლად გმირული საქციელიც ქუჩის კამერამ გადაიღო.

 

ვიდეოში კარგად ჩანს წყვილი, რომელიც საკუთარ შვილებთან ერთად გზის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობს, მაგრამ, მათ ამის საშუალებას სწრაფად მომავალი მანქანა არ აძლევს.

 

მეტიც, რომ არა ამ გმირი ქალის წარმოუდგენლად სწრაფი რეაქცია, ალბათ ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა.

 

იმ ღამეს შენონი, დედამისი და მისი 3 წლის შვილი სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ქალმა შეამჩნია, რომ ნასვამი მძღოლის ჯიპი წითელზე არ გაჩერდა და სულ რამდენიმე წამში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახებოდა. უბედურების თავიდან ასაცილებლად კი ერთადერთი გამოსავალი დარჩა.

 

"არ მახსოვს ეს რა მომენტში გადავწყვიტე, თუმცა, უკან არ დამიხევია", — ამბობს ის.

 

ქალის ასეთმა გმირობამ 4 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან და საბედნიეროდ არც მისი ოჯახის წევრებს დაშავებიათ რამე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი