logo_geo
დაჭრილმა ლოსმა მონადირე მოკლა
- +

2 სექტემბერი. 2020. 02:59

 

 

აშშ-ში, ლოსმა ის მონადირე მოკლა, რომელმაც მშვილდიდან ესროლა. ამის შესახებ გამოცემა Oregon Live წერს.

 

ინციდენტი ტილამუკის მხარეში მოხდა, სადაც 66 წლის კაცმა, გვიან საღამოს, მშვილდიდან ნასროლი ისრით ლოსი დაჭრა და ნისლის გამო ბოლომდე ვერ სდია.

 

მეორე დილას, მიწის ნაკვეთის მფლობელთან ერთად, სადაც ნადირობა მიმდინარეობდა, კაცი ლოსის საძებნელად წავიდა. მათ იპოვეს ლოსი. როდესაც მონადირე დაჭრილი ცხოველის მოკვლას ცდილობდა, ლოსმა მას რქებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცი ადგილზე დაიღუპა.

 

პოლიციის ინფორმაციით, ლოსი მოკლეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი