logo_geo
ნიუ-იორკის სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო
- +

2 სექტემბერი. 2020. 20:49

 

 

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო. მისი თქმით, სასწავლო პროცესის დაწყება 11 დღით,  21 სექტემბრამდე გადაიდება, რა დროსაც სკოლებს საშუალება ექნებათ სწავლის დაწყებამდე ჰიგიენური ნორმების უკეთ დაცვა მოახერხონ.

 

ამ დროის განმავლობაში ქალაქის თითოეული სკოლის მასწავლებელი საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას მიიღებს, სკოლებში კი ვენტილაციის სისტემებს გააუმჯობესებენ. ბილ დე ბლასიოს თქმით, 21 სექტემბრიდან მოსწავლეები სკოლაში კვირაში 3 დღეს ივლიან, დანარჩენად კი დისტანციურ სწავლებას განაგრძობენ.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დიდმა და ხალხმრავალმა ქალაქებმა, ლოს-ანჯელესმა და ჩიკაგომ

 

ახალი სასწავლო წელი მთლიანად დისტანციური რეჟიმით დაწყეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი