logo_geo
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი შტატების ჯანდაცვის უწყებებს მოუწოდებს, ნოემბრის თვეში კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუციისთვის მზად იყვნენ
- +

3 სექტემბერი. 2020. 11:39

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი შტატების ჯანდაცვის უწყებებს მოუწოდებს, ნოემბრის თვეში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციისთვის მზად იყვნენ.

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოფიციალური გაფრთხილება უკვე 50-ვე შტატის ჯანდაცვის უწყებებში გადააგზავნა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, შტატებში ვაქცინის დისტრიბუცია ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლები ​ვაქცინას პირველები მიიღებენ.

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა, რომ მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლომდე მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი