logo_geo
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში მკაცრი კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას
- +

3 სექტემბერი. 2020. 17:58

 

 

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში მკაცრი კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

 

სალვადორ ილიამ ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრეს ექვსი თვის წინ, პანდემიის პიკში.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამას ვერ შევადარებთ იმ ვითარებას, რომელიც მარტში გვქონდა, სისტემა ახლა გადატვირთული არ არის. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ილიამ ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში.

 

2 სექტემბერს ესპანეთში „კოვიდ-19“-ის თითქმის 9 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამჟამინდელი მონაცემებით, ესპანეთში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 177 პაციენტი ემსხვერპლა.

 

31 მარტს, პანდემიის პიკისას, დღეში „კოვიდ-19“-ის 9 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 849 პაციენტი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი