logo_geo
პოლიციამ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა
- +

3 სექტემბერი. 2020. 19:01

 

 

გერმანიაში 27 წლის ქალმა ხუთი შვილი მოკლა. ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვების ცხედრები ქალაქ ზოლინგენში, მათ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა.

 

ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც „როიტერი“ წერს, მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვების ბებიამ აცნობა. ბავშვები ერთი, ორი, სამი, ექვსი და რვა წლისები იყვნენ.  თავად დედამ დღეს თავის მოკვლა სცადა და მატარებელს წინ გადაუხტა, თუმცა, გადარჩა. მისი მეექვსე, 11 წლის შვილი ბებიის სახლში უვნებელი იპოვეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი