logo_geo
საფრანგეთის მოქალაქე კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო დააჯარიმეს
- +

4 სექტემბერი. 2020. 02:49

 

 

იტალიელმა სამართალდამცველებმა კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო საფრანგეთის მოქალაქე 1000 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

 

ქალაქ კალიარის აეროპორტში ფრანგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს და პლასტიკის ბოთლში 2 კილოგრამი ქვიშა აღმოაჩინეს.

 

„ასეთი ქცევა არა მხოლოდ აზიანებს გარემოს, არამედ საფრთხეს უქმნის სანაპირო ზოლის შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია სარდინიაზე ტურიზმის განვითარებისთვის“, - აცხადებენ პოლიციაში.

 

ტურისტებს სარდინიის პლაჟიდან ქვიშის წაღება რამდენიმე წლის წინ აეკრძალათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი