logo_geo
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 სექტემბერი. 2020. 11:43

 

 

ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყნისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელია.

 

მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ინდოეთში 1 096 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 936 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 68 472-ს შეადგენს.

 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი