logo_geo
კოვიდ-ინფიცირებულ სილვიო ბერლუსკონის ორმხრივი პნევმონიის საწყისი ფაზა დაუდგინდა
- +

4 სექტემბერი. 2020. 13:51

 

იტალიური მედიის ცნობით, კოვიდ-ინფიცირებულ სილვიო ბერლუსკონის ორმხრივი პნევმონიის საწყისი ფაზა დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იუწყება.

 

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, ხოლო შემდეგ ის დამატებითი ანალიზების ჩასატარებლად მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

83 წლის ბერლუსკონის პოლიტიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ იტალიელი პოლიტიკოსის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი