logo_geo
ბელგიაში შადრევანში სარკოფაგი იპოვეს
- +

4 სექტემბერი. 2020. 16:45

 

ბელგიის ქალაქ ვერვეში შადრევანში იპოვეს ტყვიის სარკოფაგი, რომელშიც ქალაქის ყოფილი მერის, 1839 წელს გარდაცვლილი პიერ დავიდის დასპირტული გულია მოთავსებული. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

 

ლეგენდა, რომ შადრევანში ქალაქის მერის გულია მოთავსებული, ყველა ხანდაზმულ მცხოვრებს სმენია, თუმცა, ცოტას თუ სჯეროდა მისი. შადრევანი ხომ მერის გარდაცვალებიდან 44 წლის შემდეგ გაიხსნა. რესტავრაციის დროს მუშების მიერ აღმოჩენილმა სარკოფაგმა დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ლეგენდაც სიმართლეა.

 

მცირე ზომის სარკოფაგზე ამოკვეთილია წარწერა: „პიერ დავიდის გული ამ მონუმენტში საზეიმოდ მოთავსებულ იქნა 1883 წლის 25 ივნისს“.

 

პიერ დავიდი ვერვეზე მზრუნველი მერი იყო და ქალაქისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. კერძოდ, სწორედ მან დააარსა ქალაქში პირველი სახანძრო სამსახური. მერის გარდაცვალების შემდეგ ვერვეში მისი ძეგლიც დადგეს. ოჯახის თანხმობით, ქირურგებმა გარდაცვლილს გული ამოჰკვეთეს და დასპირტეს, რათა ძეგლში დაემარხათ.

 

 

big_banner
არქივი