logo_geo
ჯანმო კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციას აანონსებს
- +

5 სექტემბერი. 2020. 02:44

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას 2021 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მესამე ფაზას პირველ და მეორე ფაზაზე მეტი დრო დასჭირდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შესაძლო ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მკაცრი შემოწმება.

 

„ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას უფრო მეტი დრო სჭირდება, რადგან უნდა დავინახოთ, რამდენად იცავს ვაქცინა ადამიანს დაავადებისგან და რამდენად უსაფრთხოა ის“, - განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი