logo_geo
ბელარუსში 6 სექტემბერს გამართულ აქციებზე 633 ადამიანი დააკავეს
- +

7 სექტემბერი. 2020. 12:40

 

 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 სექტემბერს გამართულ აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 633 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლგა ჩემოდანოვამ გააკეთა.

 

მისივე თქმით, კვირას ბელარუსის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში 42 აქცია გაიმართა, რომელშიც 31 000 ადამიანი მონაწილეობდა.

 

„მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკავებულია 633 ადამიანი. სასამართლო განხილვამდე 363 მოქალაქე პატიმრობაში დარჩა“, – განაცხადა ჩემოდანოვამ.

 

ამასთან, ბელარუსული მედია პორტალი TUT.BY იუწყება, რომ 6 სექტემბერს გამართულ აქციებში 100 000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. მათვე ცნობით, აქციების დროს მოხდა რამდენიმე შეტაკება და პოლიცია დაკავებისას ხისტად მოქმედებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი