logo_geo
17 წლის გოგოს მუცლიდან 6 კილოგრამიანი თმის გროვა ამოუღეს
- +

7 სექტემბერი. 2020. 20:55

 

 

17 წლის გოგოს მუცლიდან თმის გროვა ამოუღეს, რომელიც 6 კილოგრამს იწონიდა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

17 წლის სვიტი კუმარი მუცლის ტკივილს უჩიოდა, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ გოგონას ე.წ. რაპუნცელის სინდრომი ჰქონდა (რაპუნცელი ძმები გრიმების ზღაპრის პერსონაჟია გრძელი თმით).

 

სინდრომის დროს ადამიანი თმას ღეჭავს და ზოგჯერ მას ყლაპავს.

 

თმებს კუჭი ვერ ინელებს, ხოლო მოუნელებელი თმები თორმეტგოჯა ნაწლავში ვერ გადის. ის კუჭში გროვდება, ლორწოვანი სითხით წებდება და ძალიან მკვრივ გროვად გადაიქცევა.

 

ოპერაციას 6 საათი დასჭირდა.

 

მსოფლიოში ამ სინდრომის მხოლოდ 90 შემთხვევაა ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი