logo_geo
ტედროს ადჰანო: მსოფლიომ ახალი პანდემიისთვის მზადება წინასწარ უნდა დაიწყოს
- +

8 სექტემბერი. 2020. 02:15

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია უკანასკნელი პანდემია არ არის და მსოფლიომ ახალი პანდემიისთვის მზადება წინასწარ უნდა დაიწყოს.

 

„ეს უკანასკნელი პანდემია არ არის. ისტორია გვასწავლის, რომ დაავადებებისა და პანდემიის აფეთქება ცხოვრების ნაწილია. როდესაც შემდეგი პანდემია დადგება, მსოფლიო უფრო მეტად მზად უნდა იყოს, ვიდრე ახლა იყო“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი